Страницы

четверг, 3 мая 2012 г.

ეს საქართველოა


„ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი?!“
(ილია ჭავჭავაძე)
- „ქართული სუფრა აკადემიაა“- სად არ გაიგონებთ, სად არ შეხვდებით... სუფრა იცოცხლე, ნამეტნავად კარგი გვაქვს, თამადობაც არაჩვეულებრივი, გულის შემძვრელი, სენტიმენტალობით გამორჩეული... ქართველებს განსაკუთრებით ჩვენი მიწა-წყლის სადღეგრძელო გვიყვარს, სხვადასხვა ინტერპრეტაციით: „კუთხე-კუნჭულები“, „ჩვენი ლამაზი საქართველო“... სასმისი აუცილებლად გასხვავებულია და „გულანთებული“ მამულიშვილი ვალდებულია ბოლომდე გამოცალოს- ეს ჟესტი გამოხატავს დიდ სიყვარულს ქვეყნისადმი... სამშობლოს მალევე მოყვება ერის ანუ ქართველების სადღეგრძელო, „ქართველობით“ ამაყი მეინახენი თავს იწონებენ და ბევრს იქადნიან ჩვენს შეუდარებელ „ღირსებებზე“, „პატრიოტიზმზე“... ...აბა რა, საამაყოა ასეთი ლამაზი ბუნების შვილები ვართ, განსაკუთრებით „ამაყი“ მაშინ ვარ როცა ჩვენს „წალკოტს“ ვეწვევით და იქ დაგვხვდება ნასუფრალი, სადაც „ყველაზე კარგი“,“ყველაზე ლამაზი“, ყველაზე კეთილშობილი“ ერი ჯიხვის ყანწებით სვამდა ერისა და ბერის სადიდებელს... და ასეთი „კურთხეული“ მიწის შვილებს აზრადაც არ მოსდით, რომ სტომაქის ამოვსების შემდეგაც ამ ქვეყნის შვილები არიან, რომ ის ერთჯერადი ჭურჭელი საიდანაც სვამდნენ ჩვენი და ჩვენი ქვეყნის სადღეგრძელოს, ჩვენივე მიწაწყალს და მომავალს აზიანებს, რომ ის თეფშები ნაგვამდე მიიტანონ რომლიდანაც „ღრმადპატივცემულ“ ღირსებას მათსას - ღიპს, მიეწოდა საკვები...
... „აკადემიის“-სუფრის მსვლელობის დროს გამორჩეულად და „პატივისცემის“ ნიშნად ფეხზე ადგომით ადღეგრძელებენ „გაჭირვებულებს“... ვინ უფრო გაჭირვებულია- ის ვინც „ჯიპით“ დადის ასფალტიან გზაზე ქალაქში, ის ვინც უგულისყუროდ, ცინიკურად ისმენს მისივე ნადღეგრძელები „გაჭირვებული“-სათვის მცირეოდენი შემწეობის მოთხოვნას, თუ- ის ვისაც უყვარს, ვინც გენდობა, ვისაც უხარია, ვინც გულწრფელია, სილამაზის აღქმა შეუძლია, ეგ კიდევ საკითხავია...
... სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია-„ სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირი“... აი ჩვენი მენტალობა და სულისკვეთება... 


ავტორი: ანანო გაგუა                     
                                                                                 
                              


1 комментарий:

  1. ეჰ, მართალი ხარ... ისე მე მგონი ქართული მენტალობა ჯერ კიდევ ბატონ-ყმობის პერიოდშია ჩარჩენილი, ქართველებს ბატონობა უნდათ, ყველას თან, შრომა არ უნდათ, ყმებმა უნდა იშრომონ მათ მამულებში.. რამდენჯერ გაიგებ კიდე იმაზე ჩივილს, რომ აი თათრები, ქურთები, სომხები და ა,შ, მიწებს ყიდულობენ, ამუშავებენ და ქართველებს აღარ რჩებათ მიწა... უნდათ რომ არ იმუშავონ და მიწათ მათი იყოს და ყველაფერი.. სანამ ეს თავად-აზნაურული მენტალობა ბოლომდე არ მოკვდება არაფერი კარგი არ მოხდება.. მარტო სიტყვების თქმით ვართ ქართველები მაგრები

    ОтветитьУдалить