Страницы

понедельник, 15 октября 2012 г.

ტური წვიმიან მარტვილში


ტური წვიმიან მარტვილში

ინტერესი მარტვილის მიმართ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა. რეპორტაჟები მატვილის მონასტრის, კანიონის, აქ არსებული ჩანჩქერების შესახებ, მთელი წლის განმავლობაში მზადდებოდა არა მარტო ქართული ტელე – არხების მიერ, არამედ საერთაშორისო არხებზეც.

რა გასაკვირია, რომ რეპორტაჟების მერე ამ პატარა რაიონით დაინტერესდნენ როგორც უცხოელი ტურისტები, ასევე ქართველი დამსვენებლებიც. აღსანიშნავია ის ფაქტი რომ ერთი წლის წინ საქართველოს მოსახლეობის 80% – მა არაფერი იცოდა ამ რაიონის შესახებ, იცოდნენ მხოლოდ, რომ გიორგი ჭყონდიდელი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა სადღაც მარტვილის ტერიტორიაზე (რა თქმა უნდა ზოგიერთმა ესეც არ იცოდა), რომ სალხინოში იდგა დადიანების სასახლე (ბევრს სალხინო ცალკე რაიონად წარმოედგინა) და ა.შ. დინოზავრის ნაკვალევზე გავლის და კანიონში ნავით შეცურვის მსურველი კი საკმაოდ ბევრი აღმოჩნდა, და აი, დადგა “სცენაზე” მარტვილის გამოსვლის დროც…
მიუხედავათ ამინდის პროგნოზისა, რომელიც ორ დღიან კოკისპირულ წვიმას გვპირდებოდა, ტური იმერეთსა და სამეგრელოში შედგა. ტურისტთა რაოდენობა იყო ცხრა და ცხრავე კანიონების ნახვის სურვილით იწვოდა. პირველი დღე ქუთაისის ღირსშესანიშნაობების დათვალიერებით დაიწყო. მოვინახულეთ: გელათი, მოწამეთა, ბაგრატის ტაძარი, სათაფლიის მღვიმე და  საღამოჟამს ჩავედით მარტვილში. პატარა ქალაქმა შესვლისთანავე მოახდინა შთაბეჭდილება. ვერ ვპოულობ სიტყვას, რომ გადმოვცე ის ემოცია რაც მარტვილის მონასტრის ნახვის შემდეგ დარჩათ ჩვენს სტუმრებს. ღამის მონასტერი, მრევლი, ლოცვა, ირგვლივ გამეფებული სისუფთავე და სიწყნარე. ეს იყო ამაღელვებელი და საოცრად ლამაზი განცდა სისპეტაკის. რამდენიმემ ბოდიშიც კი მომიხადა: – “მართალი გითხრათ და… არ მეგონა ასეთი ლამაზი, ლამაზი კი არა თვალწარმტაცი თუ იყო ეს ადგილი და მონასტერი. ბოდიშს გიხდით, რომ ეჭვი გვეპარებოდა.“
შემდგომ მოსვენება საოჯახო სასტუმროში, არაჩვეულებრივი მასპინძელი, მეგრული სუფრა, გიტარის ჰანგები…
და აი, გათენდა მეორე დღე, თუმცა გათენდა ერთია და როგორ გათენდა – მეორე. მთელი ღამე გადაუღებლად წვიმდა, თითქოს ცას მელოდრამულმა შეტევამ წამოუარაო. წვიმის წვეთები ტყაპა-ტყუპით ეცემოდნენ მიწაზე.
ტურის ჩაგდებას არავინ არ აპირებდა, პირველი გაჩერება სავაჭრო ცენტრი “ბუმი” ტურისტების გაოცებას საზღვარი არ ქონდა, როცა მარტვლში ევრო სტანტარტის შესაბამისი სავაჭრო ცენტრი იხილეს. აქამდე მარტვილი წარმოედგინათ ერთ პატარა, უღიომღამო ქალაქად. დავიძარით დადიანების სასახლისაკენ, შეიარაღებულები: ბოტებით, ქოლგებით და საწვიმრებით. სისველეს და ცუდ ამინდს არავინ ჩიოდა, მთავარი იყო სილამაზით დატკბობა. წარმოუდგენელია, მაგრამ ესეც მოვახერხეთ. შევიცანით ის გრძნობა, რასაც სასახლეში შეყუჟული დადიანები განიცდიდნენ მსგავს ამინდში (უსმენდნენ წვიმის მელოდიას, ან სუფრას უსხდნენ და მსახურები დატრიალებდნენ თავს..). სიცივითა და სისველით აკანკალებულებმა ამ გრძნობას ეზოში მივაგენით, პირდაღებულები რომ შევყურებდით ნოსტალგიური ელფერით გადაკრულ სასახლეს და სასახლის ირგვლივ გამეფებულ სილამაზეს.
შემდეგი გაჩერება – ინჩხურის კანიონები.
მოდის, მოღელავს, მძვინვარებს მდინარე აბაშა. დიახ, ეს სწორედ იმ ადგილის აღწერაა,  წყნარ ამინდში დამსვენებლებს რომ ხიბლავს თავისი სიმშვიდით და მშვენიერებით. სამწუხაროდ, სამ მეტრზე აზვირთებული წყლის გამო კანიონებში შესვლა ვერ მოვახერხეთ. თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა გაბედვაც კი. გულმა დადიანების აბანოსაკენ გაგვიწია. კიბეებით ჩასვლა, ერთი შეხედვით, საკმაოდ სახიფათო ნაბიჯი იყო ჩვენგან. ნიაღვარად წამოსული წყალი მუხლებამდე გვწვდებოდა, აქამდე არარსებული ჩანჩქერები გვიღობავდა გზას. ხმაური, გრგვინვა – გრიალი აყრუებდა იქაურობას. მდინარის უშველებელი ნაკადი ხეობაში ტრიალ-ტრიალით ვარდებოდა. ბუნება მთელი თავისი ძლიერებით წარსდაგა ჩვენს წინაშე.
მიუხედავათ იმისა რომ დინოზავრს ვერ ჩავუდექით კვალში, ვერ შევცურეთ კანიონში, გავიწუწეთ, და ყველა სიკეთესთან ერთად ზოგიერთს ფოტოაპარატიც გაუფუჭდა, ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ტურისტების მხრიდან სურვილი იმისა, რომ მზიან ამინდში კიდევ ერთხელ მოინახულონ ეს ადგილები, უფრო განმტკიცდა.
ასე რომ, უახლოეს მომავალში გაგრძელება იქნება (რა თქმა უნდა თუ ამინდი შეგვიწყობს ხელს )

2 комментария:

  1. საოჯახო სასტუმრო " მწვანე სამეგრელო „ მარტვილის რაიონში, კანიონთან ახლოს გთავაზობთ ნაძვნარიან ეზოს, ბუნების პეიზაჟებით, სუფთა ოთახებით, ბუხრით და დიდი სასადილო დარბაზით (კეთილმოწყობილი მეგრული ოდა). სასტუმრო გაგიმასპინძლდებათ ტრადიციული კერძებითა(სამჯერადი კვება, კომფორტული პირობები) და თავაზიანი მასპინძლები თავს შინაურულ გარემოში გაგრძნობინებენ... მოგემსახურებით მანქანით თბილისიდან და ასევე ტურის მსვლელობის პერიოდში გაგიწევთ გიდობას(ოდღიანი ტური:თბილისი,სათაფლია, ოკაცეს კანიონი, მარტვილის კანიონი, მარტვილის მონასტერი-მუზეუმი,ნოქალაქევის მუზეუმი, ასევე გავითვალისწინებთ თქვენს სურვილებს)...ფასი შეთანხმებით...დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით მითითებულ ტელეფონის ნომერზე (მანანა)

    მდებარეობა :
    მარტვილის რაიონი სოფელი დიდი ჭყონი
    ტელ: 555-27-78-32

    ОтветитьУдалить
  2. საოჯახო სასტუმრო " მწვანე სამეგრელო „ მარტვილის რაიონში, კანიონთან ახლოს გთავაზობთ ნაძვნარიან ეზოს, ბუნების პეიზაჟებით, სუფთა ოთახებით, ბუხრით და დიდი სასადილო დარბაზით (კეთილმოწყობილი მეგრული ოდა). სასტუმრო გაგიმასპინძლდებათ ტრადიციული კერძებითა(სამჯერადი კვება, კომფორტული პირობები) და თავაზიანი მასპინძლები თავს შინაურულ გარემოში გაგრძნობინებენ... მოგემსახურებით მანქანით თბილისიდან და ასევე ტურის მსვლელობის პერიოდში გაგიწევთ გიდობას(ოდღიანი ტური:თბილისი,სათაფლია, ოკაცეს კანიონი, მარტვილის კანიონი, მარტვილის მონასტერი-მუზეუმი,ნოქალაქევის მუზეუმი, ასევე გავითვალისწინებთ თქვენს სურვილებს)...ფასი შეთანხმებით...დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით მითითებულ ტელეფონის ნომერზე (მანანა)

    მდებარეობა :
    მარტვილის რაიონი სოფელი დიდი ჭყონი
    ტელ: 555-27-78-32

    ОтветитьУдалить